COVID - 19 პანდემიასთან დაკავშირებით, CENN - მა დმანისის მუნიციპალიტეტის ,,სოფლის ექიმს“ და  საზოგადოებრივ ცენტრს სამედიცინო მომსახურების ჩანთები გადასცა

COVID - 19 პანდემიასთან დაკავშირებით, CENN - მა დმანისის მუნიციპალიტეტის ,,სოფლის ექიმს“ და საზოგადოებრივ ცენტრს სამედიცინო მომსახურების ჩანთები გადასცა

  • 2020-12-11 16:06:05

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, წყალზე და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის დისკრიმინაციისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ახალი კორონა ვირუსის COVID - 19 პანდემიასთან დაკავშირებით, ,,CENN“ - მა დმანისის მუნიციპალიტეტის 10 ,,სოფლის ექიმს“ და ააიპ ,,დმანისის საზოგადოებრივ ცენტრს“  სამედიცინო მომსახურების ჩანთები გადასცა.

CENN დმანისის მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან მუშაობს WaSH- წყალი, სანიტარია, ჰიგიენის მიმართულებით, პირველადი ჯანდაცვის ობიექტების-ამბულატორიების კეთილმოწყობასა და სუფთა და ხარისხიანი სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სისტემების მოწესრიგებაზე.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზაცია CENN -ს და იმ გუნდს, რომელიც დმანისში მუშაობს. ჩვენთვის, სოფლის ექიმებისათვის ძალზე დიდი ყურადღება იყო ყველა სამედიცინო მომსახურების ნივთი, რომელიც საჩუქრად მივიღეთ“ - ამამლოს თემის ,,სოფლის ექიმი ნათია მუჯირიშვილი.

პროექტის "წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად" მთავარ მიზანს წარმოადგენს კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური სოფლების მოსახლეობის ჯანმრთელობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

მსგავსი პოსტები