თერჯოლის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თერჯოლის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

  • 2020-12-11 13:15:48

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი ნახშირღელეში იმყოფებოდა, სადაც რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტი ხუჯაძეები-ჩუნიბიძეების უბნის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

გარდამავალი პროექტი არმირებული ბეტონის საფარით, სანიაღვრე არხებით და 50 მ. სიგრძის საყრდენი კედლით გზის 1, 8 კმ-იანი მონაკვეთის მოწყობას ითვალისწინებს.

ლაშა გოგიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებსა და პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნო.

„ეს გზა, რომელიც სოფლის მჭიდროდ დასახლებულ უბანს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს, იყო ამორტიზებული, რის გამოც გაძნელებული იყო გადაადგილება და მის რეაბილიტაციას ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა. მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინება კი ჩვენთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, მნიშვნელოვანია.
კონტრაქტორი კომპანიის მიერ მიმდინარეობს მომავალი წლის ვალდებულების წინსწრებით შესრულება, ასე რომ გზით სარგებლობას ადგილობრივები მალე შეძლებენ. ეტაპობრივად, მთელ მუნიციპალიტეტში მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა,“-განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა.

მსგავსი პოსტები