ზესტაფონს კიდევ ერთი სკვერი შეემატება

ზესტაფონს კიდევ ერთი სკვერი შეემატება

  • 2020-12-11 19:24:03

ზესტაფონის მერიის დაკვეთით, ასლანიკაშვილის სანაპიროზე, მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი და ავტოსადგომი ეწყობა.

პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტის აფინანსებს. ახალი სივრცის მოსაწყობად 35 480 ლარი ლარი დაიხარჯება.

2021 წელს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა, აღმაშენებლის ქუჩაზე (ავერსის მიმდებარედ) არსებული სკვერის რეაბილიტაცია, ასევე კვალითის დასახლებაში 2 ახალი პარკის მოეწყობა იგეგმება.

მსგავსი პოსტები