სამტრედიის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

სამტრედიის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

  • 2020-12-11 11:26:48

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზურა გოგიასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში დასრულებული და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში გარემონტდა სველი წერტილები, მოეწყო პანდუსები და გახდა შშმ პირებისთვის ადაპტირებული, რისთვისაც მთავრობის ფონდიდან 649 957 ლარი დაიხარჯა.

მერის პირველი მოადგილე, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და არსებული ხარვეზების სასწრაფოდ გამოსწორებისკენ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები