ზედავანი - ტყელვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

ზედავანი - ტყელვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

  • 2020-12-11 16:31:09

ზედავანი - ტყელვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 1, 130 მ - იან მონაკვეთზე ასფალტის საფარი ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ტარიელ ძაგნიძემ დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტის განხორციელება 2020 წლის ზაფხულში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.
ზედავანი - ტყელვანის საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოებს შპს ,,ბესთ ტრანსი’’ ახორციელებს.
გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან 289 000 ლარით ფინანსდება.

მსგავსი პოსტები