სოფელ აზიზკენდში მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ აზიზკენდში მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2020-12-12 10:26:10

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდში, ხელოვნურსაფარიანი მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 960 ლარია გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ სპორტის სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის, მიმდინარე წელს, სპორტული მოედნები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყო.
 

მსგავსი პოსტები