წითელი ჯვრის საზოგადოება, 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებულ ყველა სოციალურად დაუცველ, მარტოდ მცხოვრებ  ხანდაზმულს სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს გადასცემს 

წითელი ჯვრის საზოგადოება, 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებულ ყველა სოციალურად დაუცველ, მარტოდ მცხოვრებ  ხანდაზმულს სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს გადასცემს 

  • 2020-12-12 18:12:10

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, გრძელდება სოციალურ-ეკონომიკური რეაგირება COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

არსებული პროექტი მიმდინარეობს საქართველოს 10 მიზნობრივ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ტყიბულში.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ტყიბულში იმყოფებოდნენ, სადაც მუნიციპალიტეტის მერს, თემურ ჩუბინიძეს და წითელი ჯვრის მოხალისეებს შეხვდნენ.

ვიზიტისას მხარეებმა მიმოიხილეს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები, რომლებიც ეხება ხანდაზმულთათვის სხვადასხვა სახის დახმარების, მომსახურებისა და ინფორმაციის მიწოდებას.

აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მარტოდ მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოხუცებიც მოინახულეს და მათ სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებთან ერთად, პერსონალური დამცავი საშუალებები გადასცეს.

კორონავირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, წითელი ჯვრის საზოგადოება, სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს გადასცემს 60 წელს გადაცილებულ ყველა სოციალურად დაუცველ, მარტოდ მცხოვრებ 442 ხანდაზმულს ტყიბულში.

მსგავსი პოსტები