გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 9 მაისის პარკისკენ მიმავალი გზა რეაბილიტირდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 9 მაისის პარკისკენ მიმავალი გზა რეაბილიტირდა

  • 2020-12-14 18:30:59

სოფელ ველისციხეში 9 მაისის პარკისკენ მიმავალი გზა რეაბილიტირდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტის ახალი საფარი, მოასფალტდა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი.

საგზაო სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობა "გზამშენი 15" -მა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ველისციხეში, მიმდინარე წელს კიდევ ერთი - სამუსიკო სკოლის გზის რეაბილიტაციაც განხორციელდა და ჯამში, ორივე გზაზე 920 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები