მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში საკანალიზაციო  სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

  • 2020-12-14 12:41:19

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში წყალსადინრების (საკანალიზაციო) სისტემის ბიოგამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 302 955 ლარი იქნა გამოყოფილი.

ბიოგამწმენდი ნაგებობა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები 585 ბენეფიციარისთვისაა განკუთვნილი და მისი მშენებლობა გარემოს მოვლასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

მსგავსი პოსტები