ქალაქ სიღნაღში მდებარე სკვერის ე.წ. „ბულვარის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ სიღნაღში მდებარე სკვერის ე.წ. „ბულვარის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2020-12-15 13:33:32

ქალაქ სიღნაღში მდებარე სკვერის ე.წ. „ბულვარის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით პარკის მთლიანი ტერიტორიის განახლება იგეგმება, რაც სავალი ნაწილის გრანიტის საფარით შეცვლას, გმირთა მემორიალის რესტავრაციას, ახალი სკამების, ურნების და განათების დამონტაჟებას, გაზონების ბუნებრივი მულჩით გალამაზებას და სკვერის გამწვანებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ პარკში ცალკე იქნება გამოყოფილი სივრცე პატარებისთვის, რომელიც კაუჩუკის რბილი ფილებით იქნება მოპირკეთებული. აქვე მოეწყობა ველოსიპედების პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკის შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსი და მათთვის ადაპტირებული სასმელი წყლის ფანტანი მოეწყობა.

სიღნაღის სკვერის

რეაბილიტაციაზე მთლიანობაში 289 795 ლარი დაიხარჯება და სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი პოსტები