თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, ბარბარობის დღესასწაულისათვის 400 ოჯახს სურსათი გადაეცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, ბარბარობის დღესასწაულისათვის 400 ოჯახს სურსათი გადაეცა

  • 2020-12-15 17:05:44

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, ბარბარობის დღესასწაულისათვის 400 ოჯახს სურსათი გადაეცა.

70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს, ობოლ ბავშვებს, მარტოხელა დედებს, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და სხვა საჭიროების მქონე პირებს სასურსათო პაკეტები ოჯახებში მიუტანეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

ლაშა გოგიაშვილმა მერიის ერთ-ერთი სოციალური პროგრამის ბენეფიციარებს, მარტოხელა დედებს პირადად გადასცა სასურსათო ნობათი და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.

მსგავსი პოსტები