ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისთვის საშეშე მერქნის დარიგება დაიწყო

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისთვის საშეშე მერქნის დარიგება დაიწყო

  • 2020-12-15 12:56:41

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისთვის საშეშე მერქნის დარიგება დაიწყო.

100 ოჯახს შეშას ა.(ა).ი.პ. ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების თანამშრომლები გადასცემენ.

საშეშე მერქნის გაცემა, მერიის სოციალურ სამსახურში შემოსული განცხადებების საფუძველზე ხდება.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია შეშის გაცემას შეჭირვებული ოჯახებისთვის მომავალშიც გეგმავს.

მსგავსი პოსტები