ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიში 

ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიში 

  • 2020-12-15 17:36:23

პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყო მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან - წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს დამატებით 1,9 მლრდ აშშ დოლარი გამოეყო.

პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებისთვის, ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 1.2 მილიარდ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის ფულად დახმარებას იღებს 1.7 მილიონამდე ჩვენი მოქალაქე, ხოლო კომუნალური ხარჯების სუბსიდირებით სარგებლობს 2 მილიონ 500 ათასამდე მოქალაქე.

1.2 მილიარდი ლარი შემდეგი მიმართულებებით ნაწილდება:

დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციები;

თვითდასაქმებულთა კომპენსაციები ;

სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიზნობრივი დახმარებები;

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარებები

18 წლამდე ბავშვებზე ერთჯერადი დახმარებები;

სტუდენტების სწავლის დაფინანსება ;

ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო დაწესებული კომპენსაციები მათთვის, ვისაც საქმიანობა შეეზღუდა.

ბიზნესის მხარდაჭერისთვის გამოიყო 1.6 მილიარდ ლარზე მეტი.

განხორციელდა საშემოსავლო და ქონების გადასახადის შეღავათები, რომლითაც სარგებლობს 33 ათასზე მეტი კომპანია, 425 ათასზე მეტ სამუშაო ადგილზე.

დაიწყო ტურისტული, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორების მხარდაჭერა.

კერძო სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა და ამავდროულად განხორციელდა კომერციულ ბანკებში ლარის ლიკვიდობის უზრუნველყოფა.

პანდემიის დაწყების დღიდანვე, საგადასახადო ადმინისტრირება მაქსიმალურად ორიენტირებული იყო გადასახადის გადამხდელებისთვის წარმოქმნილი სირთულეების შემსუბუქებაზე.

2020 წლის განმავლობაში 50 000-ზე მეტ გადამხდელს სხვადასხვა ფორმით ჯამურად გადაუვადდა 400 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება.

დაინერგა დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სრულად ავტომატური სისტემა; ავტომატური დაბრუნების სისტემით პირველივე თვეში ისარგებლა 10 000 -ზე მეტმა გადამხდელმა და დაბრუნდა 165 მლნ ლარზე მეტი.

http://rs.ge/ -ზე შეიქმნა ახალი ელექტრონული სისტემები, რამაც შეუფერხებლად უზრუნველყო კომპენსაციების გაცემა და საგადასახადო შეღავათების გამოყენება.

საგადასახადო დავების განხილვა შეუფერხებლად, სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მიუხედავად პანდემიის გამო არსებული გამოწვევებისა განხორციელდა ისეთი უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორიცაა ენერგობაზრის ჩამოყალიბების რეფორმა, გადახდისუნარიანობის ახალი რეფორმა, ახალი მეწარმეთა შესახებ კანონი, დაიწყო სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რეფორმა საჯარო ფინანსების მართვაში და სხვ.

იხილეთ ვრცლად ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიში 

მსგავსი პოსტები