გურჯაანში, სოფელ ველისციხეში სამუსიკო სკოლის გზა რეაბილიტირდა

გურჯაანში, სოფელ ველისციხეში სამუსიკო სკოლის გზა რეაბილიტირდა

  • 2020-12-16 17:29:51

მიმდინარე წელს სოფელ ველისციხეში სამუსიკო სკოლის გზა რეაბილიტირდა.

პროექტის ფარგლებში მოასფალტდა სკოლიდან ველისციხის ბაზრამდე მისასვლელი გზა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, მოეწყო საგზაო ნიშნები და ჰორიზონტალური მონიშვნები.

საგზაო სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობა "გზამშენი 15" - მა შეასრულა.

გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ველისციხეში, მიმდინარე წელს ასევე რეაბილიტირდა 9 მაისის პარკისკენ მიმავალი გზაც.

მსგავსი პოსტები