ათეა-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ლეპტოპები და პროექტორი გადასცა

ათეა-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ლეპტოპები და პროექტორი გადასცა

  • 2020-12-16 17:49:51

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ლეპტოპები და პროექტორი გადასცა.

როგორც ათეა-ს წარმომადგენელმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან - გრიგოლ იოსელიანთან შეხვედრისას განაცხადა, ასოციაცია, პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ფარგლებში, რეგიონებში, სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს, რომლებიც თვითმმართველი ერთეულების საჭიროებებზეა მორგებული.

ამავე პროექტის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში მერიის მოქალაქეთა მისაღებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, პანდუსის მოწყობა მიმდინარეობს.

დავით მელუა მუნიციპალიტეტს პირადად ეწვია და მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

​პროექტი, რომელსაც ათეა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით ახორციელებს, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში - კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დაფუძნებული პროექტების შესამუშავებლად, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებას ისახავს მიზნად.

მსგავსი პოსტები