სოფელ სეფარეთში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ სეფარეთში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2020-12-17 18:05:49

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილ ბოლო სოფელში, ძევრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. სეფარეთში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს, რომელსაც გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით შპს „თელა+“ ასრულებს.

„სეფარეთი იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი ბოლო სოფელი. ამჟამად მიმდინარეობს გაზსადენი მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სოფელში რეგისტრირებული 50-მდე ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს და მუნიციპალიტეტი სრულად იქნება გაზიფიცირებული“-განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სოფელ სეფარეთში გაზიფიცირება პრიორიტეტული პრობლემა იყო ადგილობრივებისათვის, რაც ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა.

მსგავსი პოსტები