თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია გრძელდება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია გრძელდება

  • 2020-12-17 18:05:39

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია გრძელდება. საინფორმაციო მასალები ადმინისტრაციულ ერთეულებში კარდაკარის პრინციპით დარიგდა, სადაც მათ მშობლიურ ენაზე წარმოდგენილია ინფორმაცია ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ.

ორენოვანი ბროშურები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ იმ სოფლებში ვრცელდება სადაც ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი პოსტები