ათეა-ს მხარდაჭერით სოფელ ხრეითის საბავშვო ბაღისთვის მზის მიკრო ელექტრო სადგური დამონტაჟდა

ათეა-ს მხარდაჭერით სოფელ ხრეითის საბავშვო ბაღისთვის მზის მიკრო ელექტრო სადგური დამონტაჟდა

  • 2020-12-18 11:02:41

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით, პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის საბავშვო ბაღისთვის 5,28 კვტ. სიმძლავრის ქსელს მიერთებული მზის მიკრო ელექტრო სადგური დამონტაჟდა.

როგორც ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ აღნიშნა, სისტემა სრულად უზრუნველყოფს საბავშვო ბაღის ელექტროენერგიის ხარჯს წყლის გაცხელების ჩათვლით. პროექტის ფარგლებში, ასევე დამონტაჟდა 80 ლიტრი ტევადობის ორი ერთეული წყლის ელექტრო გამაცხელებელიც.

დავით მელუამ, სოფელ ხრეითის საბავშვო ბაღზე დამონტაჟებული მზის მიკრო ელექტრო სადგური ჭიათურის მერთან - გივი მოდებაძესთან, მერის პირველ მოადგილესთან - გიორგი ბიწაძესთან და ეკონომიკური სამსახურის უფროსთან - გიორგი ბიწაძესთან ერთად დაათვალიერა და აღნიშნული სადგურის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო.

სოფელ ხრეითის ბაღი პირველია, სადაც მზის მიკრო ელექტრო სადგური დამონტაჟდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა.

მსგავსი პოსტები