ითვლება, რომ გადატანილი დაავადება იმუნიტეტს ტოვებს, მაგრამ არა პაციენტების 100%-ში. ზოგიერთ პაციენტში, შეიძლება, მან არ დატოვოს იმუნიტეტი, ან დატოვოს სუსტი იმუნიტეტი. ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მძიმედ მიმდინარეობდა ვირუსი, მაგრამ პირდაპირი კავშირი მაინც არაა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „დღის შოუში“ საუბრისას განაცხადა.
„შეიძლება, პაციენტს მყარი იმუნიტეტი დარჩეს, ან ნაწილობრივ სუსტი იმუნიტეტი და შეიძლება, საერთოდ არ დარჩეს. ის, ვისაც საერთოდ არ დარჩება იმუნიტეტი, რეინფიცრების კანდიდატია, ხოლო მათ, ვისაც იმუნიტეტი დარჩებათ, და ასეთია დიდი უმრავლესობა, მათ ვირუსი არ უნდა დაემართოთ. რაც შეეხება პერიოდს, რა დროის განმავლობაშიც იმუნიტეტი იცავს ადამიანს ხელახალი ინფიცრებისგან: სახელდება თვეების სხვადასხვა რაოდენობა, მაგრამ სამი თვით მაინც იცავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე იმ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს, ურჩევს, მაინც ატარონ პირბადე და დაიცვან ჰიგიენის ნორმები, რადგან, შესაძლოა, ვირუსის მექანიკური გადამტანები მაინც იყვნენ.
წყარო: imedinews.ge
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.