სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, ე.წ. "ხუთმილა" წყალთან მიმდინარე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები ორ დღეში დასრულდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, ე.წ. "ხუთმილა" წყალთან მიმდინარე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები ორ დღეში დასრულდება

  • 2020-12-21 17:53:44

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, ე.წ. "ხუთმილა" წყალთან მიმდინარე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები ორ დღეში დასრულდება.

სანიაღვრის არ არსებობის გამო, ვაქირში მცხოვრებ რამოდენიმე ოჯახს უამინდობის დროს სახლის ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები ეტბორებოდათ.

ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოიყო. გაწეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ აღნიშნული პრობლემა 100 % მოგვარდება.

116 მეტრ სიგრძეზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად ჯამში 61,111 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები