კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო კალათები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს

კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო კალათები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს

  • 2020-12-22 18:03:12

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს ბაგა-ბაღის აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო კალათის ოჯახებისთვის გადაცემას.

სასურსათო კალათა მოიცავს დასახელების პროდუქტს, რომელიც დაურიგდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს.

დეტალებთან დაკავშირებით ინდივიდუალურად თითოეულ მშობელს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენელი დაუკავშირდება.

სასურსათო კალათის დარიგების პროცესში მკაცრად იქნება დაცული მთავრობის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციები.

მსგავსი პოსტები