ვანის ადგილობრივ ხელისუფლებასა და LDA georgia-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ვანის ადგილობრივ ხელისუფლებასა და LDA georgia-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • 2020-12-22 18:10:27

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს“(LDA georgia) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ლილუაშვილმა .

ა(ა)იპ „ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველომ“ იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში დაიწყო გრანტის „მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ განხორციელება.

გრანტის მიზანია ,გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

გრანტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სამ ძირითად მიმართულებად განხორციელდება :

- მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - პრობლემის ადვოკატირება

- თვითმმართველობის მოხელეთა ანგარიშვალდებულებების ხარისხის ზრდა და კომუნიკაციის გაუმჯობესება მოსახლეობასთან.

- მუნიციპალიტეტებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების დონის ამაღლება სამიზნე ჯგუფების ინტერესების უკეთ გამოხატვისთვის.

გრანტი ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით“ ხორციელდება.

მსგავსი პოსტები