ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, სოფელ დიხაშხოში მშენებარე სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, სოფელ დიხაშხოში მშენებარე სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს

  • 2020-12-22 14:40:59

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, სოფელ დიხაშხოში მშენებარე სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს .

ფერმერი მინდია ქავთარაძე ძირითადად მეფუტკრეობითაა დაკავებული, თუმცა იმავდროულად აგრო მიმართულებითაც საქმიანობს. დღეისთვის ის სახელმწიფოს დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მიღებიული გრანტითა და პირადი ინვესტიციით, 3.5 ჰექტარზე სასათბურე მეურნეობას და ფერმას აშენებს.

პირველ ეტაპზე სათბურებში იქნება ჟოლოს და მაყვლის სანერგეები ,პარალელურად იწარმოება 1 წლიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები.

მინდია ქავთარაძე უკვე 15 წელია აგრომიმართულებით საქმიანობს, გარდა აღნიშნული სასათბურე მეურნეობისა მას სახელმწიფოს თანადაფინასებით და პირადი ინვესტიციით გაშენებული აქვს ჟოლოს, მაყვლის ალვის ხისა და ტყემლის სანერგეები, სამომავლოდ ის გეგმავს მეურნეობის გაფართოებას და სასუფრე ჯიშის ყურძნის გაშენებას.

ამ მომენტისთვის ფერმაში უკვე დასაქმებულია 25 ადამიანი,მომავალი წლიდან კი მთლიანად სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

სასათბურე მეურნეობის მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

მსგავსი პოსტები