თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სასურსათო ამანათების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სასურსათო ამანათების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს

  • 2020-12-22 18:05:59

COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა საბავშვო ბაღში სასურსათო ამანათების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და პარლამენტის დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიანის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით, 700-მდე აღსაზრდელს, 100 ლარამდე ღირებულების საკვები პროდუქტები გადაეცათ.

გადაცემის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ამანათები მეორედ გადაეცათ.

მსგავსი პოსტები