საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, მანავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები შუა ფაზაშია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, მანავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები შუა ფაზაშია

  • 2020-12-23 13:50:46

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, მანავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები შუა ფაზაშია. ამ ეტაპზე, მიწის ქვეშა საკომუნიკაციო სისტემის მოწყობისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რკინა-ბეტონის კედლების, გაბიონებისა და წყლის საკომუნიკაციო მილების მონტაჟს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 1 260 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები