2021 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში 16 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება

2021 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში 16 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება

  • 2020-12-23 16:00:04

2021 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში 16 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

რკინა-ბეტონის საფარი დაიგება სოფელ წითელხევის შემოვლით გზაზე და სოფელ დიმში ე.წ ატეკის უბანში.

საავტომობილო გზის რეაბილიტაციის განხორციელდება იგეგმება ქალაქ ბაღდათში აღმაშენებლის ქუჩზე, სოფელ ზედა დიმში კვირიკაძეების უბანში, სოფელ ფერსათში ღვინის მარნიდან ე.წ თავხელიძეების ბოგირამდე.

რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა მოხდება სოფელ დიმში ჯ. ღვინჯილიას სახელობის სკოლიდან პირველი ობჩის დამაკავშირებელ გზაზე. სოფელ დიმში თავხელიძეებისა და მინაძეების უბანსა და სოფელ დიდველაში ე.წ ზივზივაზეებისა და შველიძეების უბანში.

ახალი წლიდან ქალაქ ბაღდათში კოსტავას ქუჩის, თამარ მეფის, ბაგრატიონის, ფოცხვერაშვილის, 9 აპრილის და აღმაშენებლის ქუჩის პირველი შესახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

2021 წელს წელს იგეგმება სოფელ წითელხევში მდინარე კორის წყალზე ჩანგრეული ხიდის აღდგენა და სოფელ ხანში გზების და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

მომდევნო წელს განსახორციელებელი 16 ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 6,628,028,00 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

მსგავსი პოსტები