ჭიათურას კიდევ სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

ჭიათურას კიდევ სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

  • 2020-12-23 14:00:42

ჭიათურას კიდევ სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება.

ჭიათურის მუნიციპალიტეტს სულ მალე სამი ახალი ბაღი ექნება.სამივე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ლაშა გოცაძესთან ერთად გაეცნო.

ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ქვაციხესა და ითხვისში იმყოფებოდნენ, სადაც ახალი ბაღების სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ჭიათურის მერი სამუშაოების შესრულების პროცესს გაეცნო და ადგილზე დასაქმებულებს შეხვდა.

სოფელ ქვაციხის საბავშვო ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან 419 320 ლარით დაფინანსდა. 50 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. ბაღი სამი სოფლის – ქვაციხის, საკურწისა და ბიღის აღსაზრდელებს მოემსახურება.

ასევე 50 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღი აშენდა სოფელ ითხვისში, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამ დრომდე არ იყო. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა და მისმა ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.

დღესვე მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ კოსტავას ქუჩაზე მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა, სადაც სამუშაოები უკვე დასრულდა. პროექტის მიხედვით ბაგა-ბაღი კაპიტალურად გაკეთდა, მოეწყობა ეზო.

სამუშაოები შპს „ელიტმშენმა“ შეასრულა. ბაღის მშენებლობის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 502 280 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები