ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა

  • 2020-12-23 12:27:19

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა. ქალაქის მერი ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებს იმ ინიციატივაზე ესაუბრა, რომელიც პანდემიის პერიოდში მოსახლეობასთან კომუნიკაციის მოქნილ ფორმებს გულისხმობს.

მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობის პირობებში, მერიაში მისვლა არ დასჭირდებათ, ყველა სერვისს ტერიტორიულ ერთეულში, უბნების მიხედვით მიიღებენ.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა საჯარო მოხელემ საკუთარი პასუხისმგებლობა ბოლომდე გაითავისოს და ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, რათა მათ შეძლონ სახელმწიფო თუ მუნიციპალური სერვისების შეუფერხებლად მიღება.“- განაცხადა ქალაქის მერმა.

იოსებ ხახალეიშვილმა გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში მშენებარე სპორტული მოედანი დაათვალიერა. სპორტული მოედნის მოწყობისთვის 70 000 ლარი იხარჯება.

მსგავსი პოსტები