ზესტაფონის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა

ზესტაფონის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა

  • 2020-12-24 17:11:48

საკრებულომ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა.

ზესტაფონის მერიის მიერ წარდგენილ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, პრიორიტეტულ მიმართულებათა შორის, ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად განიკარგება თანხები.

2021 წელს მუნიციპალიტეტში გაგრძელდება:

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება;

საცხოვრისით უზრუნველყოფა;

სამედიცინო მომსახურების ფინანსური დახმარება;

მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების ფინანსური დახმარება;

ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებულ პირთა დახმარება;

თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება;

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის „უფასო სადილით“ უზრუნველყოფა.

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;

სტიქიით დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შშპ პირთა (უსინათლოთა) დახმარება;

მარჩენალდაკარგული ოჯახების ფინანსური დახმარება;

ფენილკეტონურიით, ცისტურ ფიბროზით და ცელიაკით დაავადებული ბავშვების ფინანსური დახმარება;

საავტომობილო გზების რეაბილიტაცია;

მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;

გარე განათებების მოწყობა;

სანიაღვრე არხების და დამცავი ჯებირების მოწყობა;

წყლის სისტემების მოწყობა;

სოფლის გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობისთვის ტექნიკის მომსახურების შესყიდვა;

სპორტული მოედნების რეაბილიტაცია;

სკვერებისა და პარკების მოწყობა;

დასუფთავებისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების დაფინანსება;

2021 წლის ბიუჯეტის მოცულობა 17 109,9 ათას ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ავრცელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია .

მსგავსი პოსტები