ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს კომპანიის მიერ შეძენილი პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტი გადასცა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს კომპანიის მიერ შეძენილი პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტი გადასცა

  • 2020-12-24 15:29:22

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან" ერთად, სოციალური პროექტის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს კომპანიის მიერ შეძენილი პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტი გადასცა.

პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტი ჭიათურაში 3400 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.

საქველმოქმედო აქციაში ჭიათურის მერი გივი მოდებაძე,"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

მსგავსი პოსტები