ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა საახალწლო ტკბილეული საჩუქრად გადასცეს სარეაბილიტაციო დღის ცენტრ "იავნანასა" და ლესის საოჯახო სახლის აღსაზრდელებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა საახალწლო ტკბილეული საჩუქრად გადასცეს სარეაბილიტაციო დღის ცენტრ "იავნანასა" და ლესის საოჯახო სახლის აღსაზრდელებს

  • 2020-12-24 17:04:31

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა საახალწლო ტკბილეული საჩუქრად გადასცეს სარეაბილიტაციო დღის ცენტრ "იავნანასა" და ლესის საოჯახო სახლის აღსაზრდელებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ პატარები სტუმრობით ნამდვილად გაახარეს.

ეს ორგანიზაციები ძირითადად, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს ემსახურებიან.

როგორც "იავნანას" ხელმძღვანელმა, ციცო ჩხარტიშვილმა გვითხრა, ეს პირველი არაა, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ბავშვებს და სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ბედნიერი მომავალი უსურვა.

მსგავსი პოსტები