თამარ გაბუნია: დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს

თამარ გაბუნია: დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს

  • 2020-12-25 14:39:51

ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების რაოდენობა 13-დან 14 ათასამდე მერყეობს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საყურადღებოა, რომ დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს.

მან ვირუსის დროულ გამოვლენაზე გაამახვილა ყურადღება და მოუწოდა მოსახლეობას, პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 881 ადამიანს დაუდასტურდა, 1 515 კი გამოჯანმრთელდაბოლო 24 საათში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

წყარო: იმედინიუსი

მსგავსი პოსტები