წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2020 წლის 26 დეკემბერს დღის 12 საათიდან 16 საათამდე ჩატარდება დევნილთა COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2020 წლის 26 დეკემბერს დღის 12 საათიდან 16 საათამდე ჩატარდება დევნილთა COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია

  • 2020-12-25 18:15:31

კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, კოპიტნარში (ფარცხანაყანევის თემი) დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ხვალ, 2020 წლის 26 დეკემბერს დღის 12 საათიდან 16 საათამდე ჩატარდება დევნილთა COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია.

ჩატარების ადგილი: კოპიტნარის (ფარცხანაყანევის თემი) დევნილთა დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ბაღის შენობა.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

მსგავსი პოსტები