თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2020-12-25 18:38:13

საქართველოს მელიორაცია რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს.

ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

სოფელ ასურეთში ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე ამ დროისთვის 219 მმ-იანი ქსელი იცვლება.

შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.

მსგავსი პოსტები