ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 21 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ყოველთვიური რაციონის გარდა საახალწლო საჩუქრებიც დარიგდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 21 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ყოველთვიური რაციონის გარდა საახალწლო საჩუქრებიც დარიგდა

  • 2020-12-25 18:41:27

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 21 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ყოველთვიური რაციონის გარდა საახალწლო საჩუქრებიც დარიგდა.

პატარებს რაციონის სახით საკვები პროდუქტი უკვე მეხუთედ გადაეცათ.

დღეს ბაღებში საახალწლო საჩუქრების დარიგებას მშობლებისთვის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძეც დაესწრნენ.

ალექსანდრე სარიშვილი:

"მართალია, პანდემიის გამო პატარებისთვისაც ისეთივე მძიმე იყო 2020 წელი, როგორიც ჩვენთვის, მაგრამ შევეცადეთ მცირედით მაინც გაგვეხარებინა მათი გული. მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ბავშვებს და ნათელი მომავალი და ჯანმრთელობა ვუსურვო".

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები