მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათის დახმარების კამპანია გრძელდება.
საკვები პროდუქტები და საახალწლო ნობათი მუნიციპალიტეტის მასშტაბით -მა ოჯახმა მიიღო.
დახმარება გაიცა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: მესტიის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, შშმ პირები, უკიდურესად შეჭირვებლი ხანდაზმულები, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახები.
დახმარება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორცილედა, საახალწლო საჩუქრები და სასურსათო პაკეტები კი წითელი ჯვრის მოხალისე ახალგაზრდების უდიდესი ხელშეწყობით მომზადდა და დარიგდა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროდუქტი დარიგდა ასევე ა.(ა).ი.პ. "მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების" და მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების ხელშეწყობით.
პროდუქტების გაცემისას დაცული იყო ვირუსის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.