ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ მოსახლეობას საკვები პროდუქტები დაურიგდა. წინასაახალწლოდ სასურსათო პაკეტი ამჯერად 450 ოჯახს გადაეცა.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამოცხადებიდან დღემდე, მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია რამდენჯერმე განხორციელდა, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ასევე კერძო შემოწირულობებით.
წინა საახალწლოდ საკვები პროდუქტები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა რომლის ღირებულებაც 24 114ლარს შეადგენს.
სასურსათო პაკეტების დარიგებაში მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერ არჩილ გოგსაძესთან ერთდ, თვითმმართველობის თანამშრომლებმა მიიღეს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.