მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ახალი სპორტული მოედანი აშენდა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე სპორტული მოედნით ისარგებლონ ფეხბურთისა და კალათბურთის თამაშის დროს.
მოედნის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 147 866 ლარი დაიხარჯა, რომლის სამუშაოები შპს „საფეხბურთო კლუბი ერთობა“ განახორციელა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანი სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, ამიტომ ხელისუფლება მომდევნო წლების ბიუჯეტშიც სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის თანხებს კვლავ გაითვალისწინებს.
კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ამხანაგობა „ აკაკი“ ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 156 050 ლარია.
გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ინდ მეწარმე ნინო რევაზიშვილმა შეასრულა. სამუშაოების ღირებულება 12 387 ლარი შეადგინა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შიდა საუბნო გზის მოწყობა შპს "საგზაო 7 " განახორციელა . რომლის სამუშაოების ღირებულებამ 27 880 ლარი შეადგინა.
სოფელში გზის პირებზე, სხვადასხვა ადგილებში, მოეწყო მგზავრთა მოსაცდელებიც, სამუშაოებს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ი/მ ნინო რევაზიშვილი ასრულებს. სამუშაოების ღირებულებამ 14 123 ლარი შეადგინა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.