ხობის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა ტრადიციულად საახალწლო საჩუქარი მიიღეს.
ტკბილეულის დარიგების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა გაეცნენ.
საახალწლო პაკეტი 1089 აღსაზრდელის ოჯახმა მიიღო.
ხობის მუნიციპალიტეტში 25 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო ამ ეტაპზე ყველა საბავშვო ბაღი დროებით დაკეტილია. 2020 წელს პანდემიის პერიოდში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საკვები პროდუქტი ხუთჯერ, ხოლო სოციალურად დაუცველებს კი დამატებით სამჯერ გადაეცათ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღის პედაგოგებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.