ზესტაფონის მერიის საახალწლო ამანათი საბავშვო ბაღის 1800 აღსაზრდელმა მიიღო.
ზესტაფონის მერიის გადაწყვეტილებით, შობა - ახალი წლის დღესასწაულების აღსანიშნავად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს სასაჩუქრე პაკეტები დაურიგდათ. სასაჩუქრე ნაკრები შერეულ პროდუქტებს და ტკბილეულს აერთიანებს.
ამანათების დარიგების პროცესს ქალაქის მე - 8 ბაღში ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და მოადგილე, ელგუჯა კვეტენაძე ესწრებოდნენ.
ზესტაფონის მერმა, საბავშვო ბაღის წარმომადგენლებს დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი, ყველა სირთულეს და არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. როგორც მერი ამბობს, კოვიდ პანდემიის პირობებში, საახალწლო საჩუქრები პატარებს სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.