ზესტაფონის მერიის სასურსათო ამანათს უკიდურესად შეჭირვებული 350 ოჯახი მიიღებს.
უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები, ზესტაფონის მერიისგან სასურსათო პროდუქტებს მიიღებენ. სოციალური აქტივობის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 500 ლარი გამოიყო.
სასურსათო ამანათების დახარისხებაში ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. როგორც ზესტაფონის მერმა აღნიშნა, სასურსათო ნაკრები ერთგვარი შეღავათი იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.
სასურსათო პროდუქტების განაწილება 31 დეკემბრიდან დაიწყება. სოციალური აქტივობა ერთჯერადი ხასიათის არ არის და ის მომავალშიც გაგრძელდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.