2020 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 208 ინფრასტრუქტურული პროექტი
განხორცილედა.
წლის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა
2020 წელს სამტრედიაში 45 კილომეტრამდე ასფალტ-ბეტონის და ბეტონის გზა დაიგო
ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ პრიორიტეტულ
მიმართულებად ითვლება მრავალბინიანი სახლების ეზოების და ფასადების მოწესრიგება.
მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საჯარო სკოლებში და ბაგა-
ბაღებში. უკლებლივ ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში მოწესრიგდა სველი
წერტილები და სამზარეულოები.
დასრულების ფაზაშია 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ნაბაკევში, რომელიც მუნიციპალური ფონდის ფარგლებში 700 000 ლარამდეა დაფინანსებული.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში გარემონტდა სველი წერტილები, მოეწყო პანდუსები და გახდა შშმ პირებისთვის ადაპტირებული.
განათლების სფეროში მნიშვნელოვან პროექტად ითვლება დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული აგრარული კოლეჯის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ამ
სფეროში დასავლეთ საქართველოს წამყვანი პროექტია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აგრარულ კოლეჯში მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოეწყო და მოწესრიგდა შიდა სასოფლო გზები.
მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და დაიწყო მოგვარება ე.წ. გაღმა ზონის სოფლების წყლით მომარაგების საკითხის.
ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი წილი მოდის სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე.
განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტი.
ყველა სოფელში პრიორიტეტები მოსახლეობამ საერთო კრებებზე გამოკვეთა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის 2020 წლის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ევროკავშირის საგრანტო
პროექტი, რომელიც 536 600 ლარით დაფინანსდა და რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონის მოწყობას გულისხმობს. მიმდინარეობს ე.მანჯგალაძის კულტურის ცენტრის ფასადის რეაბილიტაცია.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია.
2020 წელს სამტრედიაში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 9 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სოციალური მიმართულება.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არაერთი სოციალური პაკეტი დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას იღებს საზოგადოების მოწყვლადი ფენა, იცემა საგარანტიო ფურცლები სამედიცინო და წესებულებებში წარსადგენად. პანდემიის პირობებში სასურსათე ამანათი დაურიგდა 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ და სოციალურად დაუცველ 1500-მდე ბენეფიციარს.