ქუთაისის მერიამ ტრადიციული საახალწლო ნობათების დარიგება დაიწყო . ახალი წლის დამდეგს სასურსათო ამანათს მიიღებს 2370 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000-ზე ქვემოთაა. საჩუქარს მიიღებენ ის ოჯახებიც, რომელთა ქულები 65000-დან 100000-მდეა და ჰყავთ 16 წლამდე შვილები.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საახალწლო ნობათი რამდენიმე ოჯახში თვითონ მიიტანა და მათ დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.
„საახალწლო ნობათების დარიგება დავიწყეთ. 3000- მდე ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან დარეგისტრირებულები, ამ დღეებში მიიღებენ ამანათებს.
ამასთანავე, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს გადავცეთ საახალწლო ნობათები. გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ,"_ განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საახალწლო ნობათების დარიგება რამდენიმე დღის მანძილზე გაგრძელდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.