ქუთაისის მერია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის საახალწლო ამანათების დარიგებას აგრძელებს. „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარი ოჯახების წევრებს დღეს სასურსათო პროდუქტების ნაკრები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა პირადად გადასცა.
,,ქუთაისის „მადლიერების სახლის“ 800-მდე ბენეფიციარს საახალწლო ნობათები გადავეცით. ეს ადამიანები წლებია „მადლიერების სახლში“ მზრუნველობას და ყურადღებას იღებენ.
საახალწლო სასურსათო ნობათები, ტკბილეულობასთან ერთად, გადავეცით ჩვენს ბენეფიციარებს. თითოეულ მათგანზე 2021 წელსაც გავაგრძელებთ ზრუნვას და საჭიროებისამებრ დავეხმარებით.
,,მადლიერების სახლი"-ს ბენეფიციარების გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტის საშუალებით ვუზრუნველყავით და ადგილზე აიღეს საახალწლო ნობათები.
სიმშვიდის, ჯანმრთელობის და სიკეთის მომტანი იყოს ამ ადამიანებისთვის 2021 წელი! " - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.