28 დეკემბერს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით პაპაშვილმა, მერის მოადგილემ ლევან ბერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინასაახალწლოდ ასპინძის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივი ,,მოქალაქეთა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის’’ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ონკოლოგიური დაავადების მქონე, დიალეზზე მყოფ, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ ოჯახებს, დევნილებს, ქვეყნის ტერიტორული მთლიანობის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლი ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს, ასი და ას წელზე მეტ ხანდაზმულებს საახალწლოდ სასაჩუქრე ტკბილეულის კალათები გადასცეს.
ასევე, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით წინასაახალწლოდ უფასო კვების სასადილოს ბენეფიციარებს ერთჯერადი დახმარება გაეწიათ საკვები პროდუქტები და ტკბილეული , რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილზე მიტანით გადასცეს.
აღნიშნული დახმარება ჯამში 70 ოჯახს გაეწია.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.