მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ობოლი და შშმ ბავშვების სოციალური დახმარების აქცია გრძელდება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად სოფელ ოძისს ესტუმრა. სოფელ ოძისში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს და UNICEF-ის ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისთვის. ჩვენ მოვინახულეთ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები შშმ პირები, მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანი ოჯახები და ობოლი ბავშვები. მათ სააახალწლოდ გადავეცით ტკბილეული,სურსათი და ჰიგიენური საშუალებები. მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მუდმივად მათ გვერდით არის,“- განაცხადა მანანა (მაცაცო)ნარიმანიძემ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.