გაგაცნობთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2021 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას, რომელიც რეგიონული ფონდით არის გათვალისწინებული.
ეს, არასრული ჩამონათვალია, ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალიწინებულ პროექტების ნუსხას ხვალ შემოგთავაზებთ!
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში ჭაბურღილების, შემკრები რეზერვუარების და სატუმბი სადგურის მოწყობის სამუშაოები;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში შესასვლელ გზაზე ა/ბეტონის საფარის მოწყობა;
ქ. საგარეჯოში კახეთის გზატკეცილი № 10, 10ა, 12, 12ა, კორპუსების ეზოების მოასფალტება კეთილმოწყობის სამუშაოები;
ქ.საგარეჯოში რუსთაველის ქ. № 270, 272, 274 კორპუსების ეზოების მოასფალტება კეთილმოწყობის სამუშაოები;
ქ. საგარეჯოს სოფელ თოხლიაურში შიდა ცენტრალური გზის მოასფალტება;
ქ. საგარეჯოს სოფელ ნინოწმინდისა და სოფელ წყაროსთავის დამაკავშირებელი გზის მოასფალტების სამუშაოები;
ქ. საგარეჯოში ე.წ „ქურხულიაანთ უბნის“ მიმდებარედ არსებულ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის (არმირებული ცემენტბეტონით) მოწყობა;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასთან მისასვლელი გზის მოასფალტება;
ქ. საგარეჯოში კახეთის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები;
აღნიშნულ პროექტებზე გათვალისწინებულია სულ : 4 219 754 ლარი
ინფორმაციას ავრცელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია .