ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2022 წლის იანვრის თვეში დახმარება გაეწია 113 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 42 372 ლარი, კერძოდ:
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 51 ბენეფიციარს - 24 102 ლარით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 14 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 7 502 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 7 ბენეფიციარი -
6 218 ლარით;
პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში დაფინანსდა 4 ოჯახი -600 ლარი;
95 წელს გადაცილებულ 3 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება - 450 ლარის ოდენობით;
პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 8 ბენეფიციარზე - 1 600 ლარი;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 5 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი - 350 ლარით;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (10 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადი - 1000 ლარი
მწოლიარე ავადმყოფს (ლოგინს მიჯაჭვული) და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე 11 პირს დახმარება გაეწია - 550 ლარის ოდენობით;