აწყურში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

აწყურში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

  • 2022-02-07 14:55:30

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

აწყურში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ აწყურის საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე, 658,741 ლარზე ტენდერი 4 თებერვალს გამოაცხადა.

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია ადგილობრივ დონეზე გაუმჯობესებული სოციალური მომსახურების უზრუნველყოფა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის და პერსონალისათვის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო, ადაპტირებული და სტანდარტების შესაბამისი ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა.

პროექტი, რომელიც შერჩეულია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ითვალისწინებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების და უნივერსალური დიზაინის საბავშვო ბაღის მშენებლობას, ასევე, ეზოს კეთილმოწყობას აღსაზრდელებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნის მიზნით.

მსგავსი პოსტები