ქუთაისში მცხოვრებმა 500-მდე მრავალშვილიანმა ოჯახმა საშობაო ნობათები მიიღო. ქუთაისის მერიის და კერძო ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივი აქციით შესაძლებელი გახდა მათთვის სადღესასწაულო ნობათების შეძენა. სასურსათო ამანათი რამდენიმე ოჯახს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა პირადად გადასცა და შობის დღესასწაული მიულოცა.
„ შობის დღესასწაულის უმთავრესი ნიშანი სწორედ ესაა- გაახარო ადამიანები. დღეს შობის დღესასწაული მივულოცეთ და საშობაო ნობათები გადავეცით 500-მდე მრავალშვილიან ოჯახს. მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობისთვის ქუთაისის მერიას სხვადასხვა პროგრამები აქვს და უკვე ბევრმა ჩვენმა თანაქალაქელმა ისარგებლა ამ პროგრამებით. 2021 წელს კიდევ უფრო მეტი მრავალშვილიანი ოჯახი ჩაერთვება სხვადასხვა პროექტში, რომელთა მეშვეობითაც ისინი ხელისუფლების თანადგომას იგრძნობენ . “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საშობაო ნობათების დარიგება გრძელდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.